სასწავლო პროექტი


ფუტკრის ოჯახი
 „ამაზე კარგი რა უნდა იყოს,
 კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი


პროექტის მთავარი იდეა:  ბუნების საჩუქრის, უნიკალური ქართული ჯიშის ფუტკრის ოჯახური ცხოვრების მიმოხილვა. ფუტკრის ნაწარმის სასარგებლო სამრკუნალო თვისებების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: ბავშვებს განუვითარდეს ძიების, დაკვირვების, ანალიზის უნარი. გაიღრმავონ ცოდნა ისეთი სასარგებლო მწერის შესახებ, როგორიცაა ფუტკარი.

პროექტის მიზნები: ცნობისმოყვარეობის გაღვივება. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. ანიშნული თემის დამუშავება ისტის გამოყენებით და ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.

მოსწავლეთა ასაკი: 8 – 9 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა:დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეიძინონ ურთიერთთანამშრომლობითი უნარჩვევები. ჩამოუყალიბდეთ მზრუნველობითი დამოკიდებულება სასარგებლო ცოცხალი ორგანიზმების მიმართ. შესაძლოა გამოთქვან სურვილი იყოლიონ სახლში ფუტკარი და დაეხმარონ  მშობლებებს მათზე ზრუნვაში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: რვეული, საწერკალამი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, აკაციის ხის ნერგები, საჭირო სამუშაო იარაღები.
ადამიანური რესურსი: მეფუტკრე.

ტექნიკური მასალა: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა: 
I დღეI აქტივობა. ვირჩევთ ბავშვებთან ერთად პროექტის თემას.
 II - აქტივობა. ვყოფ კლასს სამ ჯგუფად და ვუნაწილებ დავალებებს.
 I ჯგუფს დაევალა, ბუნების სახელმძღვანელოდან ამოიღონ საჭირო ინფორმაცია ფუტკრის ოჯახის შესახებ.
1.როგორია ფუტკრის სახლი? 2. როგორი წესრიგი აქვთ ფუტკრებს სახლში? 3. რა მოვალეობა ეკისრებათ თითოეულ მათგანს?
II ჯგუფმა ინტერნეტის მეშვეობით უნდა მოიძიონ: 1. რა სახის ფუტკრები გვხდება ბუნებაში. 2. რით განსხვავდება ქართული ფუტკარი სხვა დანარჩენისგან. 3.რა სასარგებლო, სამკურნალო ფვისებები გააჩნია ფუტკრის ნაწარმს. ინტერნეტიდან ამოიღონ საჭირო ფოტო მასალა, რაც ელექტრონული პრეზენტაციისათვის დაგვჭირდება.
III ჯგუფმა უნდა მოაწყოს ვიზიტი მეფუტკრესთან. მეფუტკრედან გაიგონ 1.როგორ აგროვებს და ინახავს ფუტკარი თაფლს? 2. როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან.
V დღე III აქტივობა. ჯგუფები კლასის წინაშე წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას, ფოტო მასალებს.
 IV აქტივობა. მოსწავლეები დაახარისხებენ წარმოდგენილ ინფორმაციებს და შეარჩევენ საჭირო მასალებს.
V აქტივობა. წინასწარ შერჩეულ მიწის ნაკვეთზე აკაციის ნერგების დარგვა.

VI აქტივობა. ანიშნულ თემაზე ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.
VII დღე VII აქტივობა. პრაქტიკული საქმიანობა. მოსწავლეების მიერ მონაწილეობის მიღება თაფლის დაწურვადაფასოებაში.

VIII დღე VIII აქტივობა. შთაბეჭდილებების გაზიარება, კედლის გაზეთის გამოშვება, ლიტერარურულმუსიკალური კომპოზიცია
ბევრი ბუზი ბზუისო / ფუტკართან ყველა ტყუისო

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, მუსიკა, ხელოვნება.

ბუნ.III.10.მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იცავს უსაფრთხოების წესებს სხვადასხვა ჯგუფური თამაში ან სპორტული ღონისძიების დროს;

ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს ზოგიერთი  საკვები პროდუქტის  შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;

ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებ (ზღაპარს, მოთხრობას);
სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველებიდა სხვ.);

ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მათითაიშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: n.matitaishvili@gmail.com

პროექტის ვებგვერდი / ბლოგი: nmatitaishvili.blogspot.com